Jump to content

User:მერკი/sandbox

From Wikipedia, the free encyclopedia

ჟერმენა დიულაკი (ფრანგ.[dylak]Help:IPA/French Charlotte Elisabeth Germaine Saisset-Schneider, დაიბადა 17 ნოემბერი, 1882- გ. 20 ივლისი 1942)- ფრანგი რეჯისორი, კინო-მცოდნე და კირიტიკოსი. ის პირველი ფემინისტი კინო-რეჟისორი იყო და 20-იანი წლების ავანგარდის მთავარი ფიგურა. დაიბადა საფრანგეთის ქალაქ ამიენში, ბავშვობა კი გაატარა პარიზში. ქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ჟურნალისტური კარიერით დაინტერესედა, მუშაობა დაიწყო ფემინისტურ ჟურნალში (La Fronde და Le Francaise) [1]და სწორედ, ამ პერიოდიდან ინტერესდება კინოთი. მეუღლისა და მეგობრის დახმარებით, მან დაარსა კინო-კომპანია (D.H. Films)[2], სანამ ახალგაზრდა რეჯისორი იმპრესიომიზმისა და სურეალიზმის სამყაროში შეაბიჯებდა, ის, რამდენიმე კომერციული პროდუქტების შექმნის პროცესშია. რეჟისორი ცნობილია თავისი იმპრესიონისტული ფილმით ″მომღიმარი ქალბატონი ბიუდეტი″ (La Souriante Madame Beudet , 1922/1923) და სურეალიზმის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრით ″ნიჟარა და მღვდელი″ ( La Coquille et le Clergyman, 1928). ჟერმენის, როგორც კინემატოგრაფის კარიერა იწყება, ხმოვანი ფილმის დანერგვის შემდეგ. სიცოცხლის ბოლო ათწლეული მუშაობდა Newsreel (მოკლემეტრაჟანი, დოკუმენტური ფილმის ფორმა, რომელიც შეიცავს 1910-1970-იანი წლების აქტუალურ თემებს) ფილმებზე.[3]

ბიოგრაფია[edit]

ჟერნმენა სესეტ შნაიდერის მამა, მორის სესეტ-შნაიდერი იყოს გენერალი, ხოლო ბიძა, რაიმონდ სესეტ-შნაიდერი-(იანვარი, 1844- 4 აპრილი, 1926) [4]სახელმწიფო მრჩეველი. იგი დაიბადა საფრანგეთის ჩრდილოეთ ქალაქ ამიენში, სამხედრო ოფისრის საშუალო ფენის ოჯახში. მამის სამსახურის გამო, ხშირად უწევდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა გარნიზონის პატარა ქალაქებში. ასეთი პირობების გამო, ჟერმენა ბებიასთან გაგაზავნეს პარიზში. მალევე დაინტერესდა ხელოვნებით, შეისწავლა მუსიკა, ფერწერა და თეატრი. მშობლების გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტა პარიზში გაეგრძელებნია ცხოვრება და კინოსთვის მიეძღვნა სიცოცლე. ჯერმენამ კინემატროგრაფიაში შესვლამდე, დაიწყო ფოტოგრაფიის შესწავლა. 1905 წელს რეჟისორი იქორწინა ალბერტ დიულაკზე,[5] სოციალისტ აგრონომზე და მომავალ მწერალზე. თხუთმეტ წლიანი ქორწინების დასრულების შემდეგ, ჟერმანამ ურთოერთობა დაიწყო მარი-ენ კოლსონ-მალევილთან (8 თებერვალი, 1892-11 მარტი, 1971[6]) ვისთანაც ცხოვრების ბოლომდე იცხოვრა.1916 წელს, მან დაარსა კინო-კომპანია DH Films ირინე ჰილელ-ერლანგერთან (30 ივნისი, 1878- 21 მარტი, 1920)[7] ერთად. მის პირველ ნამუშევრებში, ″დების მტრობა″ (Les Sœurs ennemies, 1915) და ″ვენერა, ვიქტრიქსი″ (Venus Victrix, 1917) შესანიშნავად გამოჩნდა ახალგაზრდა რეჟისორის ,,პლასტიკურობა''კინოში. ხანგრძლივი და წარმატებული კინო-კარიერის შემდეგ, დიულაკი გახდა კინო-კლუბის ფედერაციის პრეზიდენტი. კლუბი ხელს უწყობდა ხალგაზრდა მსახიობებს საკუთარი შესაძლებლობები გაეფართოებინათ და ემუშავათ სხვადსხვა პროფესიონალთან. ამ ახალგაზრდეებიდან ერთ-ერთი პირველი სტუდენტები გალხდათ, -ჟან ვიგო და ჟორის ივენსი. დიულაკი ასევე ატარებს ფოტოგრაფიის ლექციებს ვოგირადის ქუჩაზე (Vaugirard). ჟერმენას გარდაცვალების შემდეგ, 1942 წელს, რეჟისორის, როგორც კინემატოგრაფის კირიტკა გამწვავდა და ერთ-ერთი ჟურნალი სტატიაში წერს, კიდეც ″მისი სიკვდილის შემდეგაც კი ეშინიათ მისი, როგორც კინემატოგრაფის შესაძლებლობის″[8]

კარიერა[edit]

დიულაკი 1914 წელს, დაინტერესედა კინოთი, ეს ინტერესი მას, მეგობარმა და მსაიხობმა სტასია ნაპიერკოვკსმა (16 სექტემბერი, 1891- 11 მაისი, 1945) [9]გაუღვვივა. მეგობრები ერთად გამგზავრნენ იტალიაში, პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან ცოტა ხნით ადრე. ნაპიერკოვსკა მონაწილეობდა, სააქციო საზოგადოება ფილმ დ'არის მიერ წარმოებულ პროექტში, სადაც ჟერმენამ შეისწავლა რეჟისორის, როგორც მედიუმის საფუძვლები. 1908 წლის ბოლოს შედგა “ფილმ დ’არის” პირველი დახურული წარდგენა რჩეული საზოგადოებისათვის. ნაჩვენები იყო ბალეტი, პანტომიმა, ფილმი პოე-მის მიხედვით და სახელგანთქმული ″ჰერცოგ გიზის მკვლელობა″ (სც. ანრი ლაველანის, დადგმა ლე ბარჟის და კალმეტის, როლებში ლამბერი, ლე ბარჟი, ბერტა ბოვი, მუსიკა სენ-სანსის). [10]1900-იანი წლების დასაწყისიდან, დიულაკი ხშირად უპირისპირდებოდა პარიზი ,,თანამედროვეობასა'' და საფრანგეთის პროვნიციულ ხასიათს, რაც მის ფილმებში, ჩვეულებრივი დიქოტომია იყო. იტალიიდან საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ აარსებს საკუთარ კინო-კომპანიას. ქმრის ფინანსური მხარდაჭერის მეშვეობით, ჟერმენამ და ირინე ჰილელ-ერლანგერმა დააფუძნეს DH Films. [11] კინო-კომპანიამ წარადგინა რამდენიმე ფილმი 1915-1920 წლებში. რეჟისორი დიულაკი იყო, სცენარისტი კი ირინე. მათ შორის იყო დიულაკის პირველი ფილმი-,,დების მტრობა'' (Les Sœurs ennemies, 1915) და ″ვენერა ვიტრიქსი″ (Vénus victrix,1917). ასევე იყო, ″ცხოვრების ქარიშხალი″ (Dans l'ouragan de la vie, 1917), ″გეო, იდუმალი″ (Géo, le mystérieux, 1917) , ″ჭეშმარიტი სიმდიდრე″ (La vraie richesse, 1916) და სხვები. დიულაკს დიდი წარმატება მოუტანა სერიალმა ″შეშლილი სულები″ (Âmes de fous 1918), მელოდრამა, რომელიც ჟერმენამ დაწერა. სერიალში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა მხაიობი ევა ფრანცისი. ევა, იმ დროისთვის დაქორწინებული იყო ფრანგ რეჟისორზე, ლუი დელიუკზე (მოგვიანებით, ლუი აფუძნებს და რედაქტორობს ჟურნალებს “კინოკლუბი” და “სინემა”, აქვეყნებს მრავალრიცხოვან კრიტიკულ წერილებს, თეორიულ ნაშრომებს ″კინო და კომპანია″, ″ფოტოგენია″, ″შარლო″, რომლებშიც ის აანალიზებს კინემატოგრაფის წარსულს და მომავალს) [12]. მოგვიანებით, ჟერმანამ და ლუიმ ერთობლივად მუშაობის შედეგად, შექმნეს ″ესპანური კარნავალი″ (La Fête espagnole,1920).[13] ფილმი, ასევე ევა ფრანცისი მონაწილეობით, დიდი წარმატებით გადიოდა საფრანგეთის კინო-თატრებში და ბილეთებიც ყოველი კვირის ბოლოს სრულად იყიდებოდა. საბოლოოდ, ფილმი გამოცხადდა, როგორც იმპრესიონისტული ფილმის ერთ-ერთი შედევრი. 1921 წელს, ჟერმენამ გადაწყვიტა ამერიკელ რეჟისორთან, დეივიდ უორკ გრიფიტთან შეხვედრის შემდეგ, დაეწერა სტატია (″Chez D.W. Griffith″), სადაც ხაზი გაუსვა, გრიფიტის ფილმებში გამოხატულ თემებს:

  • კინემატოგრაფიის აუვტონომია, როგორც ხელოვნების დამოუკიდებელი ფორმა, მხატვრობისა და ლიტერატურის გავლენისგან თავისუფალი.
  • კინორეჟისორის, როგორც ინდივიდუალური მხატვრული და შემოქმედებითი ძალის მნიშვნელობა.

მოგვინაებით, დიულაკმა საკუთარი კინო-კარიერა გააგრძელა მარტივი კომერციული ფილმების შექმნით. თუმცა არ შეუწყვეტავს მუშაობა სურეალიზმისა და იმპრესიონიზე. მისი ორი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი ″მომღიმარი ქალბატონი ბიუდეტი″ (La Souriante Madame Beudet, 1922/1923) და ″ნიჟარა და მღვდელი'″ ( La Coquille et le Clergyman, 1928), სწორედ სურეალიზმისა და იმპრესიონიზმის ერთ-ერთი საუკეთესო შედევრია. 1928 წელს, გადაღებული ″ნიჟარა და მღვდელი'″ ( La Coquille et le Clergyman) ხშირად ადარებენ ლოუ ბუნუელისა და სალვადორ დალის ერთობლივ ნამუშევარს ″ანდალოზიური ძაღლი″ (An Andalusian Dog, 1929). ამასთან, ზოგიერთი მკვლევარი, როგორიცაა ეფრემ კაზი, დიულაკს, ერთ-ერთ პირველ და გენიოს იმპრესიონისტად მიიჩნევს, [14] ,,დიულაკის ჭეშმარიტი კინემატოგრაფია'' [15]. დიულაკის სხვა ექსპერიმენტულ ფილმები გაფორმებულია შოპენის მუსიკით და სხვა კლასიკოსების შემოქმედებით, როგორიცაა, სესილი შამინანდი.

ფილმოგრაფია[edit]

19015, Les Sœurs ennemies-დების მტრობა

19017, Géo, le mystérieux- გეო, იდუმალი

1917, Venus victrix- ვენერა, ვიტრიქსი

1918, Âmes de fous-შეშლილი სულები

1918,La Jeune Fille la plus méritante de France-ყველაზე დამსახურებული ახალგაზრდა გოგონა საფრანგეთში

1919, Le Bonheur des autres-სხვების ბედნიერება

1919. La Cigarette-სიგარეტი

1920, La Fête espagnole-ესპანეთის კარნავალი

1920, Malencontre-შეხვედრა

1921, La Belle Dame sans merci-ულამაზესი ქალბატონი მოწყალების გარეშე

1922, La Mort du soleil -მზის სიკვდილი

1922, Werther (გერმ).-ღირსი

1923, Gossette-გაზეთი

1923, La Souriante Madame Beudet-მომღიმარი ქალბატონი ბუდეტი

1924, Âme d'artiste- მხატვრის სული

1924, Le Diable dans la ville-დემონი ქალაქში

1925, Le Réveil-გაღვიძება

1925, La Folie des vaillants-მხედრის სიკვდილი

1927, Antoinette Sabrier- ანტუანეტ საბიერი

1927, Le Cinéma au service de l'histoire-კინო-ისტორიის სამსახურში

1927, L'Invitation au voyage-მოგზაურების მოწვევა

1928, La Coquille et le Clergyman-ნიჟარა და მღვდელი

1928, Danses espagnoles-ესპანური ცეკვები

1928- Disque 957-დისკი 957

1928, La Germination d'un haricot-ლობიოს აღმოცენება

1928, Mon Paris-ჩემი პარიზი

1928, Princesse Mandane-პრინცესა მანდანი

1928, Thèmes et variations-თემები და ვარიაციები

1929, Étude cinégraphique sur une arabesque- კინოგრაფიული ესკიზი არაბულ ენაზე

1930, Autrefois, aujourd'hui-წარსულში, დღეს

1930, Celles qui s'en font- ვინც ქმნის

1930, Ceux qui ne s'en font pas- ვისაც არ აინტერესებს

1930, Jour de fête-სადღესასწაულო დღე

1930, Un peu de rêve sur le faubourg- პატარა ოცნება, გარეუბანში

1932, Le Picador-პიკადორი

1934, Je n'ai plus rien- არაფერი გამაჩნია

1935, Le Retour à la vie- სიცოცხლის დაბრუნება

  1. ^ "Light Cone - Germaine DULAC". lightcone.org. Retrieved 2020-12-09.
  2. ^ "Germaine Dulac". IMDb. Retrieved 2020-12-09.
  3. ^ Williams, Tami (2014). Germaine Dulac: A Cinema of Sensations. University of Illinois Press. doi:10.5406/j.ctt7zw5h6. ISBN 978-0-252-03847-1.
  4. ^ "Raymond Saisset-Schneider", Wikipédia (in French), 2020-04-06, retrieved 2020-12-09
  5. ^ "Dulac, Germaine (1882–1942) | Encyclopedia.com". www.encyclopedia.com. Retrieved 2020-12-09.
  6. ^ "Dulac, Germaine (1882–1942) | Encyclopedia.com". www.encyclopedia.com. Retrieved 2020-12-09.
  7. ^ "Irène Hillel-Erlanger", Wikipédia (in French), 2020-07-02, retrieved 2020-12-09
  8. ^ Pallister, Janis L. (1997). French-speaking women film directors : a guide. Internet Archive. Madison, NJ : Fairleigh Dickinson University Press ; London ; Cranbury, NJ : Associated University Presses. ISBN 978-0-8386-3736-4.
  9. ^ "Stacia Napierkowska", Wikipedia, 2020-11-30, retrieved 2020-12-09
  10. ^ Aspin, Adam (2020), "Discovering and Loading File-Based Data with Power BI Desktop", Pro Power BI Desktop, Berkeley, CA: Apress, pp. 17–39, ISBN 978-1-4842-5762-3, retrieved 2020-12-09
  11. ^ "Voyages En Kaleidoscope". www.goodreads.com. Retrieved 2020-12-09.
  12. ^ Aspin, Adam (2020), "Discovering and Loading File-Based Data with Power BI Desktop", Pro Power BI Desktop, Berkeley, CA: Apress, pp. 17–39, ISBN 978-1-4842-5762-3, retrieved 2020-12-09
  13. ^ "LA FÊTE ESPAGNOLE | Il Cinema Ritrovato Festival". Retrieved 2020-12-09.
  14. ^ "The Film Encyclopedia de Ephraim Katz". LibraryThing.com (in Catalan). Retrieved 2020-12-09.
  15. ^ "The Film Encyclopedia de Ephraim Katz". LibraryThing.com (in Catalan). Retrieved 2020-12-09.